
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ დედამ გიული ალასანიამ მოინახულა.
გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის მოკვლას ცდილობენ.
ალასანია, ასევე, აცხადებს, რომ სასამართლოს იმედი არ აქვს.
„სუსტად არის ძალიან. სისტემა დაუყენეს იმიტომ, რომ კალიუმი დაბალი აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. სიცხეები ისევ აქვს. პროცესებთან დაკავშირებით მოლოდინი მაინცდამაინც კარგი არ მაქვს. ჯერჯერობით პროცესი მიდის იქით, რომ მაინცდამაინც უნდათ, რომ მოკლან.
რაც შეეხება სტრასბურგს, შეიძლება მიმართონ, რაღაც გეგმა არსებობს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატებმა უფრო მეტი იციან. როგორ გუნებაზე უნდა იყოს ადამიანი, რომელიც გადაჰყვა ამ ქვეყანას, ყველაფერი გააკეთა და ბოლოს მიიღო ეს, რაც მიიღო. როგორ უნდა იყოს განწყობილი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილზე. როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, ჭკუათმყოფელი თუ არის კიდე“, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა.
0
0