
პრინცმა ჰარიმ უარი განაცხადა, დედოფლის გარდაცვალების წლისთავი ბალმორალში, მამასთან ერთად აღენიშნა, ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.
ექსპერტები ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან ჩარლზი მზად იყო შვილისთვის ყველაფერი ეპატიებინა.
დილით პრინცი ჰარი დედოფლის ბოლო განსასვენებელთან, წმინდა გიორგის სამლოცველოში, ვინდსორის ციხესიმაგრეში მარტო წავიდა.
Ingrid Seward, Majesty Magazine-ის მთავარმა რედაქტორმა, თქვა: „ჰარისთვის ეს იყო ხელიდან გაშვებული ოქროს შესაძლებლობა. მას უნდა გაებედა ეს და წასულიყო მათ სანახავად. თუ მეფე ბალმორალში გიწვევთ, მაშინ ადამიანების უმეტესობა აუქმებს თავის ყველა მოგზაურობის გეგმას. მას შეეძლო საქმეები ისე გადაეწყო, რომ მისთვისაც დაეთმო დრო“.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, 2022 წლის 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ელისაბედი მონარქის ტიტულს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.
0
0