
პრინცი ჰარი, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ავტობიოგრაფიულ წიგნში „Spare“, თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე დეტალურად საუბრობს.
სასექსის ჰერცოგმა თქვა, რომ მან ვაჟიშვილობა ხანდაზმულ ქალთან სექსუალური კავშირის შემდეგ დაკარგა.
პრინცი ჰარის თქმით, ქალს, რომელსაც ცხენები ძალიან უყვარდა, მასაც ისე ეპყრობოდა, როგორც „ულაყს“.
მემუარების მიხედვით, ეს ინციდენტი 2001 წელს მოხდა, როდესაც ჰარი 17 წლის იყო. ქალი კი უინძორში, Eton College-ში გაიცნო.
„ყველაფერი სწრაფად მოხდა, შემდეგ ქალმა გამარტყა და თავიდან მომიშორა. ეს ჩემი შეცდომა იყო - მინდორში, ხალხმრავალი პაბის უკან ამის გაკეთება... ეჭვგარეშეა, ვიღაცა დაგვინახავდა...,“ - წერს პრინცი ჰარი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარიმ არ გაამხილა ქალის ვინაობა, მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ჭორები, რომ აღნიშნული ქალბატონი ელიზაბეტ ჰარლი [რომელიც ჰარიზე 19 წლით უფროსია] იყო, მაგრამ მსახიობმა ეს ვარაუდები უარყო.
0
0