
პრინცესა დიანას სვიტერი Sotheby’s აუქციონზე 1,14 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
სვიტერზე ერთი შავი ცხვარი და რამდენიმე თეთრი ცხვარია გამოსახული. მყიდველის ვინაობა უცნობია.
დიანა, უელსის პრინცესა (ქალიშვილობის გვარი სპენსერი) — გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრის, პრინც ჩარლზის (შემდგომში ჩარლზ III-ის) პირველი ცოლი იყო. აგრეთვე ცნობილია როგორც პრინცესა დიანა, ლედი დიანა, ან ლედი დი.
ელისაბედ მეორეს შვილთან, პრინც ჩარლზთან გაყრიდან რამდენიმე თვეში მან ეგვიპტელი მილიარდერი დოდი ალ-ფაიედი გაიცნო, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.
1997 წლის ზაფხულში ისინი პარიზში ისვენებდნენ. 31 აგვისტოს დიანა და დოდი ავტოკატასტროფაში მოჰყვნენ, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. არსებობს ვერსია, რომ დიანასა და დოდის სიკვდილი უბედური შემთხვევით გამოწვეული არ ყოფილა და ავტოკატასტროფა დიანას მოუწყვეს.
0
0