17/03/2022
11:45
მსოფლიო
ამის შესახებ სმირნოვა, რომლის ბაბუა წარმოშობით უკრაინელია, „ტელეგრამზე“ წერს.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რუსეთის გამო შემრცხვებოდა. ყოველთვის ვამაყობდი ნიჭიერი რუსი ხალხით, ჩვენი კულტურული და სპორტული მიღწევებით. მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ გავლებულია ხაზი, რომელიც მიჯნავს წარულსა და დღევანდელ რეალობას. გული მტკივა, რომ ხალხი იღუპება; ადამიანები იძულებულნი არიან მიატოვონ საკუთარი სახლები. რამდენიმე კვირის წინ, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი მოხდებოდა? შეიძლება ჩვენ არ ვართ სამხედრო კონფლიქტის ეპიცენტრში, მაგრამ ამ გლობალური კატასტროფის მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით“, - ნათქვამია სმირნოვას განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით ნიდერლანდების ეროვნულმა ბალეტმა გამოაქვეყნა.
„დიდი ბალეტიდან“ წასვლის შესახებ სმირნოვას განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თეატრის ორმა წევრმა - ბრაზილიელმა სოლისტმა, დევიდ მოტა სოარესმა და იტალიელმა წამყვანმა მოცეკვავემ, ჯაკოპო ტისიმ - ასევე მუშაობის გაგრძელების შეწყვეტის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ტისიმ „ინსტაგრამის“ საშუალებით განმარტა: „რუსეთის ქმედებების გამო, ვეღარ შევძლებ მოსკოვში ჩემი კარიერის გაგრძელებას“.
„ვერანაირი ომი ვერ გამართლდება“, - დასძინა ტისიმ.
0
0