09/05/2023
14:16
მსოფლიო
„ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ რუსული არმია გაიქცა ბახმუტის პოზიციებიდან და ფრონტის ერთ-ერთი ფლანგი დააცარიელა, რომლის დაფარვაც ვაგნერელებს მოუწიათ. მან ულტიმატუმი წაუყენა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბს - თუ მის დაქირავებულებს ტყვია-წამალს არ მისცემენ, პოზიციებს დატოვებენ. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური იუწყება.
„ჩვენ მივიღეთ საბრძოლო ბრძანება, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ დავტოვებთ ჩვენს პოზიციებს, ეს აღიარებული იქნება როგორც ღალატი. ეს, პირველ რიგში, იყო ჩვენდამი იყო მიმართვა. თუ საბრძოლო მასალა არ იქნება, მაშინ ჩვენ დავტოვებთ პოზიციებს.
ჩვენში ბრძოლის ნაცვლად, მუდმივად ინტრიგები ტრიალებს. თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად ინტრიგების სამინისტრო გვაქვს, ამიტომ ჩვენი ჯარი გარბის. გარბის, რადგან 72-ე ბრიგადამ დღეს (9 მაისი - რედ.) სამი კვადრატული კილომეტრი დაკარგა, რაზეც 500-მდე ადამიანი დაიღუპა, რადგან ეს იყო სტრატეგიული დასაყრდენი. მათ უბრალოდ აიღეს და დაახვიეს“.
პრიგოჟინი გამოვიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი კრიტიკით. მისი თქმით, დაპირებული საბრძოლო მასალისა და სერგეი სუროვიკინის დანიშვნის მიუხედავად, ცვლილებები თითქმის არ მომხდარა.
მისი თქმით, „ვაგნერელებს“ 10% გამოუყვეს იმისა, რასაც მოითხოვდნენ: „მოგვატყუეს“.
პრიგოჟინი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პირადად შეამცირა იარაღის რაოდენობა, რომლის გამოყოფაც მათ სურდათ.
ამავდროულად, პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი დაქირავებული ჯარისკაცები აუცილებლად დარჩებიან ბახმუტის მიმართულებით კიდევ რამდენიმე დღე: ”ჩვენ ვიბრძოლებთ, შემდეგ კი გავერკვევით”.
მისი თქმით, სუროვიკინი მუდმივად არის შეხვედრებზე და მასზე წვდომა არ არის. თუმცა, პრიგოჟინი მიესალმება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის შუამავლად დანიშვნის ფაქტს.
ოკუპანტმა თქვა, რომ პოზიციებიდან გაქცევაში რუსი სამხედროები არ არიან დამნაშავე, რადგან "თევზი ლპება თავიდან" და ვინც მათ ეს დავალება მისცა, დამნაშავეა.
ის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას „სულელებად“ თვლის, ხოლო დავალებებს, რომლებიც იქიდან გენერლებს და უშუალოდ სამხედროებს აძლევენ, „დანაშაულებრივს“ უწოდებს: „არის დანაშაული, რომელსაც რუსი ხალხის განადგურება ჰქვია - სახელმწიფო ღალატი".
0
0