05/05/2023
12:22
მსოფლიო
ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა და სპონსორმა ევგენი პრიგოჟინმა გადაიღო ვიდეო სამხედრო კომპანიის მებრძოლების ათობით გვამის ფონზე, სადაც მათ სიკვდილში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაადანაშაულა. ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
„ეს ის ბიჭები არიან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერ კიდევ თბილია“ - ამბობს „ვაგნერის“ დამფუძნებელი კადრებში და ერთმანეთზე მიწყობილ ცხედრებზე მიუთითებს. გარდა ამისა, ის ამტკიცებს, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა არის 70%, და მათთვის რომ მიეცათ მინიმუმ "ნორმა" ამ მასალებისა, მაშინ ხუთჯერ ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა.
„ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ წითელი ხის კაბინეტებში სუქდებოდეთ“ - მიმართავს პრიგოჟინი, მათ შორის უხამსი სახით, შოიგუს და გერასიმოვს, რომლებსაც ის „არსებებს“ უწოდებს.
0
0