-share.jpg)
„ვაგნერის“ PMK-ის ლიდერის ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა ტვერის რეგიონში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით წერ.
გამოცემას ეს ინფორმაცია დასავლელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, თუმცა FT-ს წყარომ ვერ დაუდასტურა, იყო თუ არა პრიგოჟინი ბორტზე.
დასავლეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაზეთს განუცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ.
გამოცემა წერს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 42-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილიდან 50 კილომეტრში. გარდა ამისა, ახლოს მდებარეობს ხოტილოვოს საჰაერო ბაზა.
პრიგოჟინის თვითმფრინავი დაფრინავდა ტვერის რეგიონის ზედა საჰაერო სივრცეში და არ იყო კონტაქტში ადგილობრივ ფრენების მართვის ცენტრთან. ავარიის შესახებ დეპარტამენტის უფროსმა მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და ავიაკატასტროფა დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა - ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ყველა დაღუპულია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორტზე ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. მოგვიანებით, „როსავიაციამ“ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდა.
0
0
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
23/04/2026