24/08/2023
18:00
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებას გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ პრიგოჟინის გარდაცვალება დადასტურდება, „ეს დიდად არაფერს შეცვლის“.
„პრიგოჟინის სიკვდილი, თუ დადასტურდა, დიდად არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს მეტყველებს იმაზე რომ რეჟიმი ახალ ეტაპზე გადადის და რუსეთში ებრძვიან ერთმანეთს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრიგოჟინის გარდაცვალებასთან ერთად თავს უფრო მშვიდად ვიგრძნობთ ან ეს გააუმჯობესებს უსაფრთხოების მდგომარეობას“, - აღნიშნა ნაუსედამ.
ლიტვის პრეზიდენტის თქმით, „ვაგნერელთა“ ერთ-ერთი მიზანი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია და პროვოკაციების მოწყობაა.
„ჩვენი წმინდა მოვალეობაა დავიცვათ ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, რადგან ახლა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - დასძინა გიტანას ნაუსედამ.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომრუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.
როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.
0
0