
„ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერი ევგენი პრიგოჟინი "თავისუფალია" და მას საფრთხე არ ემუქრება, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც დადასტურდა, რომ ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში, იმყოფება.
როგორც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, ის "დარწმუნებულია", რომ ვლადიმერ პუტინი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, დევნილი ევგენი პრიგოჟინის, მოკვლის ბრძანებას არ გასცემს.
„თუ ფიქრობთ, რომ პუტინი ბოროტი და შურისმაძიებელია და ხვალ, მისი ბრძანებით, მას [პრიგოჟინს] მოკლავენ... ეს არ მოხდება“, - თქვა ლუკაშენკომ.
6 ივლისს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა.
0
0
სამხრეთ კორეა უკრაინიდან ელჩს გაიწვევს
08/10/2026