13/05/2023
20:45
მსოფლიო
“ვაგნერის” ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალიტეტს კვლავ აკრიტიკებს.
ვიდეოში პრიგოჟინმა ფაქტობრივად პირდაპირ თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.
"ამხანაგმა სტალინმა, თუ სწორად მახსოვს, მარშალი იეგოროვი, რომელიც გენერალური შტაბის მეთაური იყო, დახვრიტა შემდეგი ფორმულირებით - გენერალური შტაბის ჩამოშლისა და მტრის სასარგებლოდ ქვეყნის ინტერესების ღალატისთვის. როგორც ჩანს, ეს ფორმულირებები ისევ უნდა გამოვიყენოთ". – თქვა პრიგოჟინმა.
ჩანაწერში პრიგოჟინი რუს გენერლებს "პარკეტის გენერლებს" უწოდებს და მათ არაკომპეტენტურობას უსვამს ხაზს.
"აი, პრობლემები, რომლებიც დღეს გადასაჭრელია, ან ოდესმე რუსი ხალხი თავად გადაჭრის". – თქვა რუსმა ოლიგარქმა.
5 მაისს პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა.
ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.
0
0