
კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მფლობელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი არ გააფორმებს კონტრაქტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომელიც რუსეთში არსებულ „მოხალისეთა რაზმებს“ თავდაცვის სამინისტროსთან 1-ელ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმებას ავალდებულებს.
საპასუხოდ „ვაგნერის“ დამფუძნებელმა და მეთაურმა განაცხადა, რომ შოიგუ ნორმალურად ვერ მართავს სამხედრო ფორმირებებს და მისი განკარგულებები არ ვრცელდება PMC „ვაგნერზე“.
პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერი“ ორგანულად არის ჩაშენებული რუსული ძალების სისტემაში, ემორჩილება რუსეთის ინტერესებსა და უმაღლეს მთავარსარდალს და ათანხმებს საკუთარ ქმედებებს გენერალ სერგეი სუროვიკინთან.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026