27/05/2023
11:50
პოლიტიკა
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” ესწრება.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა და გუშინდელი ღონისძიების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა. ამასთან საგარეო საქმეტა სამინისტროს პროტოკოლსაც უსაყვედურა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა და სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა:
"მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას, წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.
შეურაცხმყოფელია ჩემთვის ჩვენს დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელია იქნებოდა ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც იგი საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიეთ.
ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ, არათუ პარლამენტში ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად", განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0