პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
07/08/2023
08:15
საზოგადოება
A-
+A
პრეზიდენტის სასახლეზე, 3 აგვისტოს შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.
2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილი.
სტიქიის ზონაში 16 ადამიანს ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ.
0
0
406
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%