
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა პასუხები შემდეგია: 17% კარგად, 41% საშუალოდ, 28% ცუდად.
კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ყველაზე მაღალი
ახალგაზრდებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორისაა.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
0
0