
მისალოცი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც საქართველოს მთავრობა წლებია ამტკიცებს - ტრამპის ადმინისტრაციის წიაღში ორი იდეოლოგიური ფრაქციის არსებობას, - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ლუკა ეხვაია, მიხეილ ყაველაშვილის სახელზე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილ მისალოცი წერილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
"პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სახელზე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც საქართველოს მთავრობა წლებია ამტკიცებს - ტრამპის ადმინისტრაციის წიაღში ორი იდეოლოგიური ფრაქციის არსებობას:
ერთი იდეოლოგიური ბანაკი (ლინდსი გრეჰემი, მაიკლ უოლცი, ჯინ ჰაშინი, ჯო უილსონი და სხვები) მხარს უჭერს სამხედრო ინტერვენციონიზმს, სოციალურ ინჟინერიასა და სახელმწიფო გადატრიალებებს, ხოლო მეორე ბანაკი - დიალოგს, ეკონომიკურ პარტნიორობასა და ვაჭრობას (ტრამპი და ჯეი დი ვენსი).
მეორე ბანაკთან, რომლის წარმომდგენლებიც საბედნიეროდ აშშ-ის ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებს იკავებენ, ურთიერთპატივისცემაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული კონსტრუქციული და პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, ყველანაირი ინსტიტუციური მედიუმების გარეშე.
დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებს ესმით სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ქართული მხარე მზადაა დიალოგისთვის,"- წერს ლუკა ეხვაია.
0
0
გიორგი ლორია ისევ „დინამოში“ ითამაშებს
20/06/2025