12/04/2024
11:35
პოლიტიკა
"მოქმედება კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება არავის, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში ტოვებს.." - ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, “ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტს მიმართა, სადაც დეტალურად არის ახსნილი, რომ ლაზარე გრიგორიადისი უდანაშაულოა.
"მეგობრებო, მე არაფერს ველი.
მე მხოლოდ საკუთარ თავზე და გუნდზე ვაგებ პასუხს და ვმოქმედებ, არაფერს ველი.
პრეზიდენტს ევროპულმა
საქართველომ გაუგზავნა დეტალური ახსნა იმისა, რომ ლაზარეს წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და ის უდანაშაულოა.
ეს იყო ჩვენი მოქმედება.
ამის შემდეგაც მოქმედება იქნება და არა ლოდინი.
მოქმედება კი იმას ნიშნავს, რომ
ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება არავის, ვინც უდანაშაულო ადამიანს ციხეში ტოვებს.
პრეზიდენტის მოქმედება მისი საქმეა.
ჩვენი მოქმედება - ჩვენი.
და ჩვენ არაფერს ველით.
ჩვენ ვიმოქმედეთ და საქმე გავშიფრეთ." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0