
პარლამენტში დღეს საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იხსნება. გაკეთდება პოლიტიკური განცხადებებიც.
სესიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი მმართველი გუნდის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაა. ოპოზიცია ინიციატივას გმობს და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს;
"ქართულ ოცნებაში"კი კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედება საქართველოს და მისი კონსტიტუციის წინააღმდეგ იყო მიმართული, რეაგირება კი აუცილებელი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი განაწესებს უარყოფს.
"პრეზიდენტის მხრიდან ადგილი აქვს, კონსტიტუციური განსაწესების მიმართ უპატივცემლობა. ეს სახელმწიფოებრიობასთან არცთუ ისე კავშირშია. ამ ბოლიტიკური ბატალიონების მიღმა არსებობს ჩვენი ქვეყნის ინტერესი, რომლის ხელყოფა და დაზიანება არაფრით არ შეიძლება,"- აცხადებს სარჯველაძე.
0
0