
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი "კანდიდატის სტატუსის მიღების შანსებს მოკლავდა".
"ძალიან პოზიტიური ამბავია, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა. ამას ნეგატიური ეფექტი ექნებოდა გადაწყვეტილებაზე, მისი იმპიჩმენტი შანსებს მოკლავდა. რადგან პარლამენტმა ეს პროცესი, რაღაც გაგებით, გადაარჩინა, ვფიქრობ, შანსები ისევ არის საქართველოსთვის. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველო ხელიდან არ უშვებს შანსს, სტატუსი განზრახ არ მიიღოს. ახლა უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ნამდვილად უნდა თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. დაიმახსოვრეთ, სტატუსს მიიღებს ქვეყანა და არა პარტია ან მთავრობა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე. ანგარიშში ცვლილებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ანგარიშისა ჯერ კიდევ ღიად რჩება". - TV პირველის ცნობით, თქვა რიკარდ იოზვიაკმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ.
"ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს.
საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება". - აღნიშნა იოზვიაკმა.
17 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიმდინარეობს ბოლო დაზუსტებები, ხოლო ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.
წყარო: ტვ პირველი
0
0