28/05/2023
13:37
პოლიტიკა
სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები გვახსენებს, როგორი ადამიანის პოზიციას, იცით? შარზე რომ არის ადამიანი და თავს რომ იბრაზებს, რაღაც უნდა ამის შემდეგ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი პარტია პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს.
„მოდით, დაველოდოთ, რა იქნება ის რაღაც ალბათ გამოჩნდება, რისთვის აკეთებს ამ ყველაფერს. იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციას მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. ასეთია ეს დამოკიდებულება თავის რაღაცა გაბრაზებით. ხან რაღაც ზოგადი პოლიტიკური სარჩულით და მერე არასწორი, აბსოლუტურად, არარელევანტური მესიჯებით, 26 მაისთან დაკავშირებით განსაკუთრებით. საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო. შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება. რას ემსახურება, შეიძლება, ეს მომავალმა გამოაჩინოს. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
0
0