,,საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის დამტკიცებულ რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს" - ამის შესახებ ეკა ბესელიამ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ახლა ფიქრობს, ინდივიდუალურად გადააგზავნოს სასამართლოში კანონი თუ საკონსტიტუციოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მიმართოს.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხევაა
,,არასდროს არ მომხდარა ეს, რაც კი მახსოვს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, პრეზიდენტი არ ყოფილა არცერთი კანონის გასაჩივრების ავტორი და ამ კნაონის სიმძიმიდან გამომდინარე, ბუნებრივია, არის განსაკუთღებული მნიშვნელობის და განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც შესძენს ამ საქმის განხილვას პრეზიდენტის წარმომადგენლობა. ამ საკითხზე ვმუშაობთ, გავდივართ კონსულტაციებს, რომ კოორდინაცია იყოს იმ ჯგუფთან, რომელიც ამ საქმეს ამზადებს ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში. სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური ძალა ექნება, თავისთავად ცხადია, ამ პროცესს. საკონსტიტუციო სასამართლოთვის ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საქმე და მითუფრო, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული საფუძველი ამ კანონის გასაუქმებლად. ესეც განსახილველია, სტრასბურგის სასამართლოს ასეთი პრეცედენტები არ ჰქონია," - ამბობს ეკა ბესელია.
0
0