-share.jpg)
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოში დღეს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები არსებობს.
„საქართველოში დღეს მოქმედებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური იმსტიტუტები. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის წარმომადგენლები ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გვქონდა საუბარი გუშინ და საუბარი გვექნება დღეს. უბრალოდ სირცხვილია, ამ თემაზე ასე რომ მიმდინარეობს საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ შორის, იგივე სტუდენტების წინაშე, რომლებსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს უბრალოდ სირცხვილია. გუშინ ჩვენ ასეთი რაღაცების მოსმენა არ გვჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, სურდა თუ არა პრეზიდენტის ნახვა პროცესზე, კობახიძემ აღნიშნა:
„მე არაფერი არ მსურდა. რად მინდა მისი ნახვა. აქ საუბარია იმაზე, რომ მისი ჩამოსვლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად. ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ და დამოკიდებულება, რასაც, ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0