28/12/2024
14:58
პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს: დაინიუს ჟალიმასის და მიხალ ვავრიკიევიჩის შეხვდა.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა.
პრეზიდენტთან შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარმა, მიხალ ვავრიკიევიჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებებში.
„სრულიად ვაცნობიერებთ, რომ რუსეთის გავლენით არჩევნების მოპარვა და გაყალბება მოხდა“, - განაცხადა მიხალ ვავრიკიევიჩმა.
ასევე, ევროპარლამენტარის დაინიუს ჟალიმასის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კანონიერ უფლებას მის თანამდებობაზე, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტს, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს“, - დაინიუს ჟალიმასიმ.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025