14/06/2022
21:29
პოლიტიკა
„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველია ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აპელირებს. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია - რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც ამ რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდნენ“. - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით. პირველია ევროპარლამენტის რეზოლუცია. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე აპელირებს. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია - რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, რომლებიც ამ რეზოლუციის მომზადებაში მონაწილეობდნენ. ეს ევროპარლამენტის ყველა პარტიას ეხებოდა. თავის მხრივ, ოპოზიცია საკუთარი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას კი, ის სამუშაო, რომელიც ევალებოდა, ამ პარტიას, არ ჩაუტარებია. არჩია ხან დუმილი და ხან - შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე/. უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია, უფრო, განწყობის გამოხატვაა, ვიდრე - რამე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი ამჟამად არ არსებობს. საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი არ უნდა იყოს. ეს რეზოლუცია, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენა - ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0