
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წუთით პარლამენტის მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან აღნიშნა, „სამსახურში მიდიოდა“, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, სალომე ზურაბიშვილს არ უპასუხია.
საქართველოს პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე გამოჩენას ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ“. „გვიყვარხარ, პრეზიდენტო“ - სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა "ყველფერი ვთქვი და ახლა მივდივარ სამსახურში“.
ამ დროისთვის პრეზიდენტი უკვე ორბელიანის სასახლეში იმყოფება. ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციაში სწორედ რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა.
0
0
Reuters - ირანში ფრენები განახლდა
15/01/2026