
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესს საპარლამენტო უმრავლესობა მომავალი კვირიდან დაიწყებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების დაბლოკვით სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის რადიკალურ გეგმებს ემხრობა.
"ჩვენთვის ეს ადამიანი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და მისი მხრიდან, ვეტოს დადება მოულოდნელობას არ წარმოადგენს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს წამოსცდათ კიდეც პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა იმას, რომ ამაზე წინასწარი კონსულტაცია უკვე შემდგარი იყო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პრეზიდენტი მთლიანად გადასულია "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივზე," - აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილია ოპოზიცია. სადავო კანონს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ორი დღის წინ დაადო.
0
0