
მორიგი დაპირისპირება ოპოზიციში - პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი ნიკა მელიასა და ხატია დეკანოიძეს აკრიტიკებს.
თაკო ჩარკვიანი მელიასა და დეკანოიძეს ფსევდო ოპოზიციად მოიხსენიებს და მიხეილ სააკაშვილის ღალატში ადანაშაულებს.
ჩარკვიანი მელიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა სადაც, ის "კანონი და სამართლის" ლიდერს მერაბიშვილისა და კეზერაშვილის რუპორად ასახელებს.
"ამათ თავიანთი ინტერესები აქვთ 15 წელია, პრეზიდენტი კვდება, მძიმდება, რუსეთი კარზეა მომდგარი, მელია ზის კეზერაშვილის ნაჩუქარ ჯიპზე, დეკანოიძე- მერაბიშვილის გატრუნული მაღალჩინოსანი 2023 წელს ჩვენ გვეუბნება, როგორი წითელი ხაზები მისთვის კეზერაშვილი და მერაბიშვილი . ეს ტყუილია ამომრჩეველმა და მე რიგითმა ამომრჩეველმა და პოლიტიკოსმა დავინახე და ვუთხარი, "აბა ციც მაიმუნობას მოვრჩეთ","- თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ მელიამ გუშინ დაწერა, რომ თაკო ჩარკვიანი, "ბოლო ერთი წელიწადია, ჯერ მხოლოდ მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში, კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი "დამოუკიდებელი" არხის "ექსკლუზიური" ინფორმაციის წყაროდ გადაიქცა".
0
0
რეკრუტებმა ახალქალაქში სამხედრო ფიცი დადეს
10/05/2025