18/12/2024
22:36
პოლიტიკა
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მას ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 1 კვირაში პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება, ხომ არ უფიქრიათ გამოსავალზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ "სალომე ზურაბიშვილი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს".
„ეს რა თქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებაა, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა ტიპის მხარდაჭერას განსაზღვრავს თავის მხრიდან, რომელიც დასჭირდება. საზოგადოდ, პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის, პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირია, შესაბამისად, ის დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, ესეც კარგად მეტყველებს „ქართული ოცნების“ ბუნებაზე. შესაბამისად, რა მხარდაჭერაც დასჭირდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ამ მხარდაჭერისთვის მზად ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მას ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, რომელსაც ის საჭიროებს და რომელსაც ის განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0