
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის წევრმა ადამ სმიტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მოსკოვში ჩასვლისგან თავის შეკავება ურჩია.
The Hill-ის ცნობით, ამ გზით დემოკრატმა კონგრესმენმა კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის სამიტის მოსკოვში ჩატარებას ეხება.
„პრეზიდენტ ზელენსკის უფასო რჩევას მივცემ: არ უნდა ჩახვიდე მოსკოვში. იქ შენს ინტერესებს არ დაიცავენ! თუ პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა სურს, მაშინ ეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გააკეთოს. ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ სცადა ზელენსკის მოკვლა“, - თქვა სმიტმა.
კონგრესმენი აღნიშნული განცხადებით იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რატომღაც რუსეთი „კეთილშობილი“ მხრის როლს თამაშობს და არ ესხმის თავს კიევის მთავრობის ლიდერებს და არცერთ დასავლელ ვიზიტორს, რომლებიც კიევში სრული უსაფრთხოების განცდით ჩადიან.
0
0