26/07/2023
19:30
პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ოლექსანდრ შულგამ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია არ მიუღია:
„პრეზიდენტ ზელენსკის ჯერჯერობით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ელჩი იმყოფება საქართველოში, უკრაინაში არ დაბრუნებულა. ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გადაცემულა. რაც შეეხება საქართველოში ელჩის დანიშვნას, როგორც იცი ეს ხდება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. ეს არის მისი პრეროგატივა. როგორც კი გავიგებთ, გავავრცელებთ ამ ინფორმაციას", განაცხადა ჟურნალისტებთან ოლექსანდრ შულგამ.
როგორც ცნობილია, საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი, რამდენიმე კვირაა თბილისში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება კი ვოლოდიმირ ზელენსკის ეკუთვნის.
0
0