
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კიდე ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში, ხოლო მუქარა ან ტარიფები ვერ შეცვლის აღნიშნულ პოზიციას.
როგორც კაია კალასი აღნიშნავს, ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები ქმნის ვითარებას, რომელიც ევროკავშირს აქამდე არასდროს ჰქონია.
"გრენლანდია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს საიდუმლო არ არის. მის მახლობლად საკვანძო წყალქვეშა მარშრუტებია და მის ქვემოთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეული, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკონომიკისთვის.
მინდა ცხადად ვთქვა: გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. არანაირი მუქარები ან ტარიფები არ შეცვლის ამას. სუვერენიტეტით არ ვაჭრობენ. ევროკავშირი ეჭვების გარეშე უდგას გვერდში გრენლანდიას და დანიის სამეფოს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადებები ვითარებას ქმნის, რომლის გამოცდილებაც აქამდე არ გვქონია. ჩვენი პასუხი უნდა იყოს სიმშვიდის შენარჩუნება, ჩვენი პოზიციის დაცვა და ერთიანი მოქმედება", - განაცხადა კაია კალასმა.
0
0