პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს ვისაუბრებ - დონალდ ტრამპი
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს.
„მე ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან სამშაბათს. ბევრი სამუშაო შესრულდა შაბათ-კვირას. გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება შევძლოთ, შეიძლება - არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, თუ რა დათმობები განიხილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე“.
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი გვაქვს განხილული ორივე მხრიდან, უკრაინის და რუსეთის მხრიდან. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე, გარკვეული აქტივების გაყოფაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.
0
0
191
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%