
„პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში ნათქვამი სიტყვები „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი შესაძლებელია ჩემი ქვეყნის ჯერიც დადგეს“ - მახსენდება. დღეს დადგა ის ხვალინდელი დღე, რომელზედაც პრეზიდენტი საუბრობდა.
დღეს უკრაინაში ვიბრძვით, რომ ეს მძიმე საათები ბალტიისპირეთისთვის არ დადგეს. ჩვენ ერთიანები და ძლიერები ვართ. უკრაინელები და პოლონელები ერთად 90 მილიონზე მეტნი ვართ. ევროკავშირის გუშინდელ სხდომაზე დავინახეთ, ვინ არის ერთიანობის, ძლიერი ევროპისა და ერთიანი ევროპის მხარეს.
დავინახეთ ისინიც, ვინც შეჩერებისკენ მოგვიწოდებს. შეუძლებელია ყველა ევროპელ ლიდერში დარწმუნებული ვიყო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად დადგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს პოლონეთისთვის ჩვენთან ერთად ბრძოლა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა 2010 წლის აპრილში სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფა, რომელსაც პოლონეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა შეეწირა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლიდა მიუკერძოებელ გამოძიებას, ამიტომ პოლონელებმა უნდა გაუგონ უკრაინელებს საერთო მტრის შესახებ დამოკიდებულებაში.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს ზელენსკიმ პოლონურად წარმოთქვა სლოგანი „სიცოცხლე თავისუფალ პოლონეთს! გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას!“. მისი გამოსვლის შემდეგ სეიმის დეპუტატები და პოლონეთის სენატის წევრები სტუმრებთან ერთად პარლამენტის ლოჟებში თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ფეხზე მდგარ მდგომარეობაში უკრავდნენ ტაშს ზელენსკის.
0
0