30/09/2021
21:47
სხვადასხვა
თუმცა, საბოლოო დასკვნის გაკეთებამდე, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერები 12-კვირიანი კვლევის ჩატარებას გეგმავენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მათი მოსაზრება ემყარება გერმანიაში ჩატარებულ კვლევებს, რომლებმაც აჩვენა, რომ ვირუსებით დაზიანებული ცხვირის ქსოვილის აღდგენაში A ვიტამინი დიდ როლს თამაშობს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კვლევა ჩატარდება კლასიკური მეთოდით – ჯგუფის ნაწილი მიიღებს A ვიტამინს, მეორე ნახევარი კი – პლაცებოს.
კორონავირუსით ინფიცირების დროს, ზოგჯერ ადამიანები ყნოსვას მოულოდნელად კარგავენ. აღსანიშნავია, რომ მათ ამ დროს სურდო ან ცხვირის “გაჭედვა” არ აწუხებთ — ისინი ჩვეულებრივ, უპრობლემოდ სუნთქავენ.
იმის დასადგენად, თუ როდის უბრუნდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება კოვიდინფიცირებულ ან კოვიდგადატანილ პაციენტებს, ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კვლევა ტარდება. რამდენიმე მათგანის თანახმად კოვიდის შემდეგ სუნისა და გემოს შეგრძნების დაბრუნებას 10 დღე ან რამდენიმე კვირა სჭირდება.
0
0