25/04/2023
20:18
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი პრემიერის ვიზიტზე - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, პრემიერმა ისაუბრა იმ განსაკუთრებულ ძალისხმევაზე, რომელიც მმართველ გუნდს აქვს, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს 12 პრიორიტეტი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცალსახად ისაუბრა იმ განსაკუთრებულ და მაღალ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას, მმართველ გუნდს აქვს იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე შესრულდეს 12 პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი გზავნილი, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არის ის, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, 12 პრიორიტეტის დროულად შესასრულებლად.
„კიდევ ერთი მთავარი გზავნილი, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ეს 12 პრიორიტეტი შესრულდეს დროულად, მაქსიმალური ინკლუზიურობით.
იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია, ამისთვისაც ძალიან ძლიერი გზავნილი ჰქონდა პრემიერს. მან, როგორც ყოველთვის, გამოხატა მზაობა, რომ ამ დეპოლარიზაციის პროცესში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს მთავრობამ, მმართველმა გუნდმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. ასევე ჩვენ ვისურვებდით, რომ ყველას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გადადოს გვერდზე,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024