23/12/2024
18:04
პოლიტიკა
პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი, სულ მალე მოხდება გადატვირთვა ურთიერთობების აშშ-თან იანვარში და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, – ამის შესახებ „იტონგ კავკასუსის“ დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის ვითარების ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. დავრწმუნდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. ქვეყანა რუსეთისკენ არავის არ მიჰყავს და ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ. როგორც მივდივართ, გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. მშვიდობა იქნება და ძალიან მალე დარწმუნდებით. არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, შესაბამისად, ქვეყნის განვითარება და შენება გაგრძელდება - ყველანი შევალთ ევროპაში ღირსებით “,- განაცხადა დიმიტრი ადამიამ.
0
0