პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში
02/07/2024
22:07
საზოგადოება
A-
+A
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ღირსების ორდენზე წარდგენილნი იქნენ ნაკრების ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ფეხბურთელები არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა და საბა ლობჟანიძე.
„საქართველოს ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად მიიღეს. ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენით მთლიანად სამწვრთნელო შტაბი დაჯილდოვდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
58
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%