29/11/2024
13:25
სოც-ქსელები
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ანანიძის შეფასებით, ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.
ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში! 2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში. #მშვიდობასაქართველოს # მშვიდობაუკრაინას“, - წერს ცოტნე ანანიძე.
0
0