22/06/2022
18:40
პოლიტიკა
„პრემიერის გამოსვლა იყო აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლით პარლამენტში, სავსე იყო ზიზღითა და სიძულვილის ენით.
„სამწუხაროდ დღეს ვნახეთ მეორე სახე. ვარ სრულიად შეშფოთებული, იმისგან თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში. პარლამენტში დღეს დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენე: ზრდილობა, ერთიანობა, თავშეკავება და ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა კი საპირისპირო აჩვენა - დაპირისპირება ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა არმოსმენა, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ ვაჩვენეთ დღეს.
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით.
როდესაც ელოდები ჩვენი პარტნიორებისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც მინიმუმ მოგეთხოვება 2 რამ. ერთი, რომ შენი ხალხის ხმა გაიგო. მეორე, შენ გაიგო შენგან რას ელოდება ის პარტნიორების თავშეყრა, რომელიც ზეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს - რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, გავაანალიზეთ და ჩვენ ყველა ერთად მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ გზავნილი. მთელი მოსახლეობა გაოგნებული არის დღევანდელი დღით და მათ შორის მე.
მინდა გავაგზავნო ბრიუსელში სხვა გზავნილი. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ეს არ ვიცი რას წარმოადგენს, ნებსით ხდება თუ უნებლიეთ, საგანგებოდ არის გაკეთებული თუ არა, ამ ყველაფერზე პასუხია აღარ მაქვს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
0
0