-share.jpg)
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, პრემიერ-მინისტრის ანგარიში შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტი წარუმატებლობის წარმატებად გასაღებას ემსახურება.
გოცირიძის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი "ქართული ოცნების" რეალურ საქმიანობას არასწორად წარმოაჩენს და პლენარულ სხდომაზე ამ დოკუმენტის მხილება მოხდება.
"პრემიერის ანგარიში არის მცდელობა, გაასაღოს წარუმატებლობა წარმატებად და მასში ძალიან ბევრი სიცრუე და მანიპულაციაა წარმოდგენილი, მაშ შორის, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ, დღეს სერიოზული კითხვები გვექნება პრემიერთან და იქნება მხილება ამ დოკუმენტისა, რომელიც არასწორად წარმოაჩენს "ქართული ოცნების" რეალურ საქმიანობას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთთან უფრო ახლოს ყოფნაა.
"წინაზე არ ჰქონდა პასუხები უსაფრთხოება რასთან არის დაკავშირებული, ევროპასთან უფრო ახლოს თუ რუსეთთან უფრო ახლოს. "ქართული ოცნება" რასაც აკეთებს, ეს არის პოლიტიკა - რუსეთთან უფრო ახლოს. უსაფრთხოებისა და მოქალაქეების პრობლემების მიმართულებით არც ერთი საკითხი მოგვარებული არ არის", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025