
საქართველოს მთავრობის ცნობით, 2024 წელს თავდაცვის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 160 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2025 წლისთვის – 160 მილიონი ლარის სამუშაოების განხორციელება იგეგმება.
თავდაცვის სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გრძელდება თანამედროვე ლოგისტიკური საშუალებებით ქართული ჯარის აღჭურვა და 2025 წლის განმავლობაში, პარტნიორების მხარდაჭერით, 250-მდე ერთეული სპეციალური და სატვირთო ტექნიკის მიღება იგეგმება.
ანგარიშში საუბარია უწყებაში გატარებულ რამდენიმე რეფორმაზე, მათ შორის „თავდაცვის ახალ კოდექსზე“.
„წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმის მაგალითია. ეს ცვლილება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მათზე მორგებული ვადებით, გაზრდილი ანაზღაურებითა და რეალური საბრძოლო მომზადების პირობებით იმსახურონ ქვეყნის თავდაცვისთვის. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული პროცესის ეფექტიანი და მოქნილი ადმინისტრირებისთვის კი შეიქმნა და აქტიურად მუშაობს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, უზრუნველყოფს გაწვევის პროცესის თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით, 1400-მდე მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
0
0
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
04/06/2025