
2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 24%-ით აღემატება 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას და 2023 წელთან შედარებით, მგზავრთა რაოდენობის ზრდის პარალელურად 25%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა და 25 695 ტონა შეადგინა.
„ჯამურად, საქართველოს აეროპორტებში 32 528 ფრენა განხორციელდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, მილიონ ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სულ გადაყვანილი იყო 1 539 619 მგზავრი, რაც 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7.695 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
0
0
სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
04/06/2025