24/05/2023
14:48
პოლიტიკა
როცა საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლისთვისაც არ არსებობს შეზღუდვები ამ ომში და თანაც განაგებს ბირთვულ შეიარაღებას, შედეგთან დაკავშირებით ძალიან ძნელია საუბარი და ვერც პრემიერი დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას, თუ როგორ შეიძლება ეს ომი დამთავრდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პროგნოზი, თუ როგორ დასრულდება "რუსეთთან მთელი მსოფლიოს ჭიდილი," ძნელია.
"მე ვფიქრობ, უკრაინა გაცილებით მეტ ინტენსიურ დახმარებას საჭიროებს. ზუსტად იგივე თემაზე ილაპარაკა ღარიბაშვილმაც, მაგრამ როცა საქმე გვაქვს ქვეყანასთან, რომლისთვისაც არ არსებობს რაიმე შეზღუდვები ამ დაპირისპირებაში, ამ ომში და თანაც განაგებს ბირთვულ შეიარაღებას, რასაკვირველია, შედეგთან დაკავშირებით ძალიან ძნელია საუბარი და ვერც პრემიერ-მინისტრი დაიწყებდა უადგილო და უსაფუძვლო კეკლუცობას, თუ როგორ შეიძლება ეს ომი დამთავრდეს. მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ის, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს უკრაინას, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ პროგნოზი იმისა, თუ როგორ დამთავრდება რუსეთთან მთელი მსოფლიოს ჭიდილი, რომელსაც ბირთვული შეიარაღება გააჩნია, ძალიან ძნელი გასაკეთებელია და საზოგადოება არამხოლოდ საქართველოში ძალიან რთულად აღიქვამს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც მთელი მსოფლიო და მსოფლიოს მოსახლეობა დგას. ამ თემებზე ილაპარაკა ღარიბაშვილმა და უღირსი საქმეა, ინტერპრეტაცია და დამახინჯება მოახდინო," - განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განცხადებები კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.
"ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - ეთანხმებით, თუ არა მოსაზრებას, რომ უკრაინა-რუსეთი ომიდან გამარჯვებული არავინ იქნება.
0
0