16/01/2022
18:24
პოლიტიკა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ შეთანხმებით საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პროგრამებით, პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
„ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი თანადგომით, დღეს დაფუძნდა „ჰორიზონტი ევროპის“ ოფისი, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ქართველი მეცნიერების შესაძლებლობებს, სრულად მოახდინონ სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის რეალიზაცია. მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ 95 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
მსგავსი პროექტები საქართველოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელ ნაწილად ქცევას ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0