პრემიერი - შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე
09/02/2026
23:44
A-
+A

შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ალტერნატივაზე ფასების შემცირების მიმართულებით.
„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვიფიქროთ ჩვენ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავებაზე, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია. ასეთი რამეც კი შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ისე თუნდაც საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში. სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, რაც, ვფიქრობ, შესაძლებელია,“- აღნიშნა პრემიერმა.
0
0
28
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%