პრემიერი - მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას
A-
+A

საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ხელწერით გაგრძელდება მომავალშიც მოქმედება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. აქედან გამომდინარე, გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და ესეც ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას. გარდა ამისა, გატარდა კონკრეტული ზომები იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.
ასევე, მინდა შეგახსენოთ 4 ოქტომბერი. სწორედ საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. 4 ოქტომბერი იყო ზუსტად ჩვენი ხელწერის გამოხატულება და ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
38
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%