
პრემიერ მინისტრს ვინმემ აუხსნას, რომ ადამიანების უფლებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სუვენერული სამართალი - ამის შესახებ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის უფლებები არის დარღვეული და ირაკლი კობახიძეს მაინც, როგორც იურისტს, ღარიბაშვილისგან განსხვავებით უნდა ესმოდეს, რომ ადამიანების უფლებები დგას უფრო მაღლა, ვიდრე სუვენერული სამართალი ნებისმიერი ქვეყნის, აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, აბსოლუტურად ბუნებრივია... ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ამ კონვენციებზე და ამ კონვენციებს დომინანტი ძალა აქვს სუვენერულ სამართალზე და იქნებ ვინმემ აუხსნას პრემიერ მინისტრს, რომ ასეთი რამე არსებობს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
0
0
შალვა პაპუაშვილი ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა
16/06/2026