პრემიერ-მინისტრმა რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი განიხილა
A-
+A

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აღნიშნული მიმართულებით არსებულ გეგმებს. განიხილეს დაგეგმილი 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის.
საუბარი შეეხო თბილისის ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის პროექტს, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს.
ხაზი გაესვა ბავშვთა რაგბის ხელშეწყობისა და მათთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობას. აქვე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება სტადიონების მშენებლობა 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურა უნდა პასუხობდეს გაზრდილ მოთხოვნას როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული რაგბის მიღწევები და სამომავლო ტურნირები, რომლებიც საქართველოში გაიმართება.
0
0
77
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%