28/09/2023
19:22
ბადაგონი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ღვინის კომპანიაში „ბადაგონი“ იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და „ბადაგონში“ საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
მეღვინეობა „ბადაგონი“ 2006 წელს დაარსდა, რომელიც ფლობს 2 ქარხანას ახმეტასა და მანავში.
კომპანიას 400 ჰექტარი ვენახები აქვს კახეთის ყველა მიკროზონაში.
ის აწარმოებს ღვინოს, ცქრიალა ღვინოს და ჭაჭას; ასევე − წლიურად 12 მილიონ ბოთლს.
„ბადაგონი“ ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში და ლიდერია როგორც შიდა ბაზარზე, ისე ექსპორტის მიმართულებით.
კომპანია, სადაც დასაქმებულია 1000 კაცზე მეტი, წელს 10 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.
ამ ეტაპზე კომპანიას მოსახლეობისგან შეძენილი აქვს 7000 ტონამდე ყურძენი.
„ბადაგონი“ ყურძნის შესაძენად აგროსესხით, 15 მილიონი ლარით, სარგებლობს.
ასევე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველო“ ფარგლებში 2 500 000 ლარიანი სესხით ახალი საწარმოო ფართი აშენდა 3800 კვადრატულ მეტრზე.
„ბადაგონში” პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრემიერთან ერთად კომპანია “ბადაგონში” იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ლერი ბარნაბიშვილი.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0