
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.
რიგით მე-6 კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობასა და არალეგალურ მიგრაციაზე იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატით. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა.
0
0